00:22 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 15:51:53, 677 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის - თორნიკე მარსაგიშვილის ბრიფინგი:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

 „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე - 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და თ.კ.-ს, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

 გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა.

 პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე,  ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები,  რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს!




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი