2025-09-05 15:03:57, 713 ნახვა
სამართალი
იარაღების კოლექციონერია, აქციასთან კავშირი არ აქვს – ადვოკატი რუსთაველზე დაკავებულზე
![]() 2 სექტემბერს, რუსთაველზე, იარაღის ტარებისთვის დაკავებული კაცი 62 წლის მიხეილ ლეშკაშელია. დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი მედიას ეუბნება, რომ ლეშკაშელი იარაღების კოლექციონერია და მას აქციასთან კავშირი არ ჰქონია. "გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩვენი ინფორმაციით, სანადიროდ წასვლა... არის კოლექციონერი, იარაღებს აგროვებს და აქვს არაერთი იარაღი, თუმცა აბსოლუტურად ყველა კანონიერი და რეგისტრირებულია. უბრალოდ მოხვდა ამ ადგილზე, მანქანიდან მოუწია გადმოსვლა, გზაც გადაკეტილი იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ხალხი ტრიალებდა გარშემო, თვითონ ჩათვალა, რომ უფრო უსაფრთხო იქნებოდა, იარაღი, რომლის ტარების უფლებაც გააჩნდა, რომ თან ჰქონოდა. ბატონ მიშას აღმოაჩნდა 22 რეგისტრირებული, გაფორმებული იარაღი. აქვს ადამიანს იარაღების სიყვარული და ჰობი. მამამისი სამხედრო პირი, მაღალჩინოსანი იყო და ამ ადამიანს ჰქონდა მისი გარდაცვალების შემდეგ დატოებული "გეკოს" თოფი, რომელსაც აქვს ე.წ. ხრახნი. […] ბატონი მიხეილი ბრალს გაეცნო, ჩვენთან ერთად, ვუთხარით ამას გედავებიანთქო. ამ ადამიანს განზრახვა და რაიმე კავშირი აქციასთან ნამდვილად არ ჰქონია" - ამბობს დაკავებულის ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი TV პირველთაან. შსს-მ 3 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ დააკავეს კაცი, რომელიც 2 სექტემბერს, "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა". უწყების ცნობითვე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|