2025-09-05 14:29:02, 596 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს წულუკიანის კომისიის დასკვნა მოსწონთ და მიესალმებიან
![]() ოკუპირებული ცხინვალის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო РЕС წერს, რომ „საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე”. „2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ, თბილისში ითქვა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთი და რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში ელოდნენ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგონის სააგენტო ასევე აღნიშნავს თეა წულუკიანის პროფესიულ გამოცდილებას. „თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წელს, გამოცდილი იურისტი, მან მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირებაში მიიღო სტრასბურგის (საფრანგეთი) ადმინისტრირების ეროვნული სკოლაში. მუშაობდა სარტის დეპარტამენტის პრეფექტის (დასავლეთ საფრანგეთი) ოფისში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ა.შ. 2010 წლის თებერვალში მან დატოვა სამსახური ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დაბრუნდა საქართველოში, სადაც იყო იუსტიციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე იყო ვიცე-პრემიერი და ა.შ.” ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედია ამბობს, რომ „წულუკიანის კომისიისთვის საინტერესო პირებთან საუბარი წარიმართა მკაცრად, თუ არა – სასტიკად”. ამასთან, РЕС-ს მოჰყავს ციტატები კომისიის დასკვნიდან და წერს, რომ დოკუმენტის მიხედვით „სააკაშვილს გარე ძალების დახმარების იმედი ჰქონდა და რომ პოლიტიკოსებმა 2008 წელს ომში ჩაითრიეს ქართული არმია”. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამთავრობო მედია ხაზს უსვამს, რომ წულუკიანის კომისიის ანგარიშში „განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის ბარბაროსულ დაბომბვას, რამაც საფუძელი დაუდო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებას”.
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|