00:23 - 05 Oct, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 14:14:19, 562 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე - თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს

ყაველაშვილის მიერ  მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე“, -  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.

მანვე განმარტა, რა მოტივი ამოძრავებდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აღნიშნული პოლიტიკოსების შეწყალებისას.

„მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, არა აგენტურას, არა ბოროტებას და ომში ჩათრევას. შესაბამისად, იგივეა ახლა. თუ მათ არ აქვთ სურვილი შეწყალების, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნებში  მონაწილეობას იღებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსიც მიიღებებდა არჩევნებში მონაწილეობას, მისი მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონის დაცვა მართებს ყველას, მიუხედავად სტატუსისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

„უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ რაღაც დონის ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. რატომ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაკავება, თუმცა, ტყუილად ხომ არ არიან დაკავებულები. როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. კანონის დაცვა ყველას მართებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა აქვს, ეს იქნება ჟურნალისტი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ფარი დანაშაულის ჩადენისას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი