2025-09-05 14:08:12, 1182 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დანაშაული ჩაიდინეს, სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს
![]() ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, დანაშაული ჩაიდინეს და სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯაფარიძის და ხაზარაძის შეწყალებით საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა. „ქვეყნის პრეზიდენტი საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა იმ პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით, რაც არჩევნებს უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, არჩევნებიც ჩატარდება, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან იყოს არიდებული ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერ პროვოკაციას წერტილი დაესვას, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ორი დამნაშავე გამოუშვა. ამ უსუსტეს პოლიტიკურ ძალას იმის თავიც არ აქვს, ყველა ოლქში შესაბამისი კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ რაიმე რესურსი აქვთ, შეუძლიათ, ნაბიჯები გადადგან. ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას წარმატების მიღწევისთვის არანაირი ნიადაგი არ აქვს. რაც შეეხება ბულინგს და ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადიკალების დღის წესრიგი იმდენად ნეგატიურია, ერთმანეთის მიმართ იმდენად დიდ უპატივცემულობას გამოხატავენ და ისეთი რღვევაა დაწყებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომ აქ გასაკვირი არაფერია. საკუთარ პარტიაშიც არ ერიდებიან ისეთ რეპლიკებს, რომელიც თვითონვე შეურაცხყოფს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|