2025-09-03 18:29:57, 1022 ნახვა
სამართალი
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო
![]() აქციების დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა მჭედლიშვილის განცხადებით, საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მტკიცებულები. მოსამართლემ მის მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება გააკეთა. "რაც მევალებოდა და რა შესაძლებლობაც მქონდა, საპროცესო კოდექსის 191 პრიმა მუხლის შესაბამისად სპეციალური საგამოძიებო ორგანოს მივმართე [კაციას განცხადებასთან დაკავშირებით, მის მიმართ შეძლო დამამცირებელ მოქმედებებთან დაკავშირებით]. რაც შეეხება იმას, რასაც ბრალდების მხარე გედავებათ, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მისი ნეიტრალურობის და უტყუარობის შესაბამისად. სასამართლო მტკიცებულებათა ერთობლიობას აფასებს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომ ნარკოტიკული საშუალება ნიკოლოზ კაციას ეკუთვნოდა. დაცვის მხარის განმარტებით, ეს საშუალება ნიკოლოზ კაციას არ ეკუთვნოდა. სასამართლომ უნდა შეაფასოს დაცვის და ბრალდების მხარის მტკიცებულებები. სასამართლო პირადი ჩხრეკის ჩამტარებელი პირების ჩვენებებს აფასებს. ამასთან, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეეძლოთ თუ არა ნეიტრალური მტკიცებულება მოეპოვებინათ, როგორც ვიდეოჩანაწერი, ასევე ნეიტრალური მოწმის დასწრება. სასამართლო ხაზს უსვამს რომ მან ხელმოწერით დაადასტურა პირადი ჩხრეკის ნამდვილობა, ამასთან, მოწმეები ამბობდნენ, რომ წინააღმდეგობის გამო მათ ვერ შეძლეს ვიდეოს გადაღება. გამომძიებელს შეეძლო ადგილზე შეედგინა ოქმები და დამშვიდებულ ნიკოლოზ კაციას ხელი მოეწერა... ნიკოლოზ კაციამ ოქმზე მოაწერა ხელი, მისი სისწორე დაადასტურა, თუმცა, აღნიშნული ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ სტრესული ფაქტის გამო, არ იცოდა, რას მოაწერა ხელი. დაცვის მხარის ვერსიით არსებობდა შესაძლებლობა, ჩხრეკას დასწრებოდა ნეიტრალური პირი. კიდევ ერთხელ და ათასჯერ აღვნიშნავ, პირადი ჩხრეკის ოქმს აწერს ნიკა კაცია და მის სისწორეს ადასტურებს, თუმცა, სასამართლოზე გაჩნდა ეჭვი, იყო თუ არა შესაძლებელი ნეიტრალური პირი ამ საგამოძიებო მოქმედებას დასწრებოდა. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს ეჭვი, რომ სამართალდამცავებს შეეძლოთ ეწარმოებინათ ვიდეოგადაღება, რაც ვერ განხორციელდა, მათ შეეძლოთ მოეწვიათ ნეიტრალური მოწმე",- განაცხადა მჭედლიშვილმა.
კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. რეჟიმი მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. კაცია ბრალს არ აღიარებს, დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ჟურნალისტს მისი აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო, ნარკოტიკი ჩაუდეს
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|