2025-09-03 16:48:09, 673 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანის კომისიის დასკვნას ოცნების პარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო
თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნას პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს უყარა კენჭი და მას მხარი დაუჭირა. კერძოდ, პარლამენტმა 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილების პროექტი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“. დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა: „საგამოძიებო კომისიისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხილული ინფორმაციისა და დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012-2025 წლებში. გუშინ თეა წულუკიანმა წარმოადგინა შემაჯამებელი დასკვნა, 460-გვერდიანი დასკვნის დოკუმენტიდან. საგამოძიებო კომისიამ გასწია კოლოსალური შრომა. საზოგადოების სახელით, მინდა, ამ ტრიბუნიდან კომისიას უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან უმნიშვნელოვანესი პროცესი წარიმართა საქართველოს პარლამენტში. თითოეული ეს მიმართულება არის აღწერილი 460-გვერდიან დასკვნაში. პროცესს როდესაც ვადევნებდით თვალყურს, ეს იყო ლუსტრაცია და მხილება, ხშირ შემთხვევაში, თვითმხილება ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რეალურად რას ემსახურებოდნენ დემოკრატიის სახელით და დემოკრატიის შუქურის საფარის ქვეშ. რეალურად, ვინ ესაუბრებიან დღეს ჩვენს ახალგაზრდობას დემოკრატიის და დემოკრატიის პრინციპების სახელით აქ, რუსთაველის გამზირზე თუ სხვაგან, თავიანთ გათითოკაცებულ პარტაქტივს – ხშირ შემთხვევაში, გადაღებილ-გადანომრილი მათივე პოლიტიკური მემკვიდრეები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა. კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა. დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|