07:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-03 13:10:01, 943 ნახვა

პოლიტიკა
ოცნების პარლამენტმა სუსის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა

„ქართული ოცნების” პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.

პლენარულ სხდომამდე მდინარაძეს „ოცნების” პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა დახურულ სხდომაზე მოუსმინა.

„ვულოცავთ მამუკა მდინარაძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. მინდა მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტში  გასწია. მოყვარემაც და რაც მთავარია, მტრებმაც კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში და ზუსტად, ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამორჩეული ხელმძღვანელი იქნება. ის კიდევ უფრო გააძლიერებს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მშვიდობა და  კეთილდღეობის ზრდის ტემპი, რომელიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობასა და ტურბულენტობაში, რომელსაც საქართველო გადის.
მამუკა მდინარაძეს  ისეთივე წარმატებას ვუსურვებთ, როგორი წარმატებული პარლამენტის წევრი და უმრავლესობის ლიდერი იყო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მდინარაძემ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 4 აპრილიდან ხელმძღვანელობდა.

მამუკა მდინარაძე 2016 წლიდან „ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის დეპუტატი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics