2025-09-02 16:39:55, 571 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი წულუკიანის კომისიის დასკვნას ისტორიულს უწოდებს და მსოფლიოში მის გავრცელებას გეგმავს
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის აზრით, თეა წულუკიანის მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ ისტორიული მისია შეასრულა.
„საზოგადოება თვეების განმავლობაში აკვირდებოდა და პირდაპირ ეთერში იხსენებდა იმ დანაშაულებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის პერიოდში ხდებოდა. ყველას გვახსოვს ის ემოციები, რომელიც დაზარალებულებს ჰქონდათ კომისიის სხდომებზე საუბრის დროს. არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, კომისიამ, ვფიქრობ, ისტორიული მისია შეასრულა" - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ითარგმნება უცხო ენაზე იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც სენტიმენტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმთან დაკავშირებით.
„დასკვნა, რომელიც 400 გვერდზე მეტია, ითარგმნება უცხო ენაზე იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც სენტიმენტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ დღემდე სხვადასხვა, მათ შორის ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან გვესმის არათუ „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის სისასტიკის დაკნინება, არამედ პირიქით, შექებაც კი. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, მათ შორის იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც თავის დროზე ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ 2012 წელსვე სათანადოდ შეეფასებინათ ის დიქტატორული რეჟიმი, რომელიც დამყარებული იყო. ახლა, ეს არის ხელმეორე შანსი, რომელიც ეძლევა უცხოელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებების თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ გაიაზრონ, როგორ დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მფარველობდნენ და დღემდე მფარველობს ზოგიერთი. ეს არის შანსი ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის მიერ მიცემული შანსი მათთვის, რომ კიდევ ერთხელ დაგმონ ის რეჟიმი, რომელიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის" სახით, მათ შორის ზოგიერთი უცხოური ძალის განსაკუთრებული ხელშეწყობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,
|
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არქივი 2009 წლიდან
303,563 | უნიკალური ვიზიტორი დღეს 27,104 |
Powered By 
|