10:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 09:20:11, 4088 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი დარტყმები დაანონსა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ახალი შორი დისტანციის დარტყმების შესახებ განაცხადა. მან ეს განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს ზუსტად ისე, როგორც საჭიროა უკრაინის დასაცავად. ძალები და საშუალებები მზად არიან. ჩვენ ასევე დავგეგმეთ ახალი ღრმა დარტყმები“, - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ში.

უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, თუ რა იარაღი იქნება გამოყენებული ამ დარტყმების განსახორციელებლად.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა უკრაინისთვის 3350-მდე ERAM რაკეტის გაყიდვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 450 კილომეტრამდეა. მოსალოდნელია, რომ რაკეტები შესაძლოა უკრაინული არმიისთვის ხელმისაწვდომი იყოს ამ შემოდგომაზე. ჯერ კიდევ გაურკვეველია, დაუშვებს თუ არა აშშ მათ გამოყენებას რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

ზელენსკიმ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინამ წარმატებით გამოსცადა საკუთარი „ფლამინგო“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი სამ ათას კილომეტრამდეა. მისი თქმით, ამ რაკეტების მასობრივი წარმოება შესაძლოა ექვს თვეში დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics