|
2025-08-29 10:57:34, 1321 ნახვა
მსოფლიო
სამხედრო მეთაური ორბანს - სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო "ძვლებზე მოცეკვავევ
უნგრეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელიც პასუხისმგებელია „დრუჟბას“ ნავთობსადენზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაზე. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენზე, რომლითაც რუსული ნავთობი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება, სულ მციმრე სამი თავდასხმა განახორციელა, რამაც დროებით შეაფერხა მისი ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ სიიარტომ აკრძალვის ადრესატი მეთაურის სახელი არ დაასახელა, ბალაზ ორბანმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკურმა დირექტორმა, უნგრულ საინფორმაციო გამოცემას დაუდასტურა, რომ ეს ზომა მიმართულია რობერტ ბროვდის, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის წინააღმდეგ. ბროვდიმ, რომელიც უნგრული წარმოშობისაა და ცნობილია ზედმეტსახელით „მადიარი“, დაადასტურა, რომ მის დანაყოფს ეკისრება პასუხისმგებლობა „დრუჟბაზე“ განხორციელებულ თავდასხმებზე, მათ შორის 21 აგვისტოს განხორციელებულ ბოლო იერიშზე, რომლის სამიზნეც ბრიანსკის ოლქში მდებარე უნეჩას სატუმბი სადგური იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)