|
2025-08-29 10:46:59, 589 ნახვა
ბრენდინგის საფუძვლების ვორკშოპი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ორგანიზატორი BOG-ია
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამ მიზნით, პლატფორმა ბიზნეს 360-ის ფარგლებში, ბრენდის დიზაინერის, ერეკლე ინაშვილის ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპი "ბრენდინგის საფუძვლები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის" 15 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. იგი 4 სთ-იან პრაქტიკულ სამუშაო სესიას წარმოადგენს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბრენდინგის პროცესების შესახებ ინდივიდუალური ხედვების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ვორკშოპის მონაწილები პროდუქტის იდენტობის შესაქმენლად პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს მოისმენენ. ამასთანავე, ვორკშოპზე:
"საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, მათ გავუზიაროთ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც კონკურენტულ გარემოში გაძლიერებასა და სწორად პოზიციონირებაში დაეხმარებათ. ვორკშოპები, როგორიცაა ამჯერად ბრენდინგის საფუძვლები, შექმნილია იმისთვის, რომ მეწარმეებმა საკუთარი ბრენდის უნიკალური ღირებულება უკეთ გაიაზრონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას". - აცხადებენ საქართველოს ბანკში. შეხვედრა საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)