|
2025-08-27 22:59:40, 1301 ნახვა
მსოფლიო
სროლა მინეაპოლისის სკოლაში - დაიღუპნენ ბავშვები
მინეაპოლისში, კათოლიკურ სკოლაში სროლის შედეგად ორი ბავშვი, 8 და 10 წლის, დაიღუპა. კიდევ 17 ადამიანი, მათ შორის 14 ბავშვი, დაიჭრა. მათგან ორი მოსწავლე კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხარების სკოლა 14 წლამდე ასაკის ბავშვებს ემსახურება. ოთხშაბათს დილით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა სკოლის სამლოცველოს ფანჯრებზე, სადაც მოსწავლეები სასწავლო კვირის დაწყების აღსანიშნავად წირვაზე იყვნენ შეკრებილები. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს შაშხანა, თოფი და პისტოლეტი ჰქონდა და რამდენიმე ათეული გასროლა განახორციელა. შემდეგ კი თავი მოიკლა. მედიის ცნობით, შეიარაღებული პირი 22 წლის ტრანსგენდერი რობინ ვესტმანია. ინტერნეტი მის მანიფესტს ციტირებს, რომელიც თავდასხმამდე გამოქვეყნდა და რომელიც სიტყვებით იწყება: „მიყვარხართ ყველანი და მადლიერი ვარ თქვენთან გატარებული დროისთვის“. ვესტმანი სოციალურ მედიაში იარაღითა და მასობრივი სროლებით შეპყრობილ ადამიანად, ასევე დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგედ არის წარმოჩენილი. თუმცა, პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დამნაშავის შესაძლო მოტივებზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)