|
2025-08-24 12:42:23, 789 ნახვა
პოლიტიკა
DRI -სუს-ში განხორციელებული ცვლილებები უწყების პოლიტიზაციის მორიგი მტკიცებულებაა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული ცვლილებები უწყების პოლიტიზაციის მორიგი მტკიცებულებაა -ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის უცნობი გარემოებები, ასევე მისი შემცვლელის შერჩევის სწრაფი და არადემოკრატიული პროცესი, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ეს უწყება ჩაკეტილი და უკიდურესად პოლიტიზებულია.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის აზრით, “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა და მათი ყოველდღიური მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარტია, კვლავ აპირებს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, გამოიყენოს პოლიტიკური პოლარიზაციისთვის, ოპონენტებზე თავდასხმისა და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის გამყარებისთვის.
„სუს-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის უცნობი გარემოებები, ასევე მისი შემცვლელის შერჩევის სწრაფი და არადემოკრატიული პროცესი, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ეს უწყება ჩაკეტილი და უკიდურესად პოლიტიზებულია. 2015 წლიდან სუს-ის ფართო უფლებამოსილების მქონე დახურულ უწყებად ჩამოყალიბდა. დაპირების მიხედვით, ის აღჭურვილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ ანალიტიკური ფუნქციით, თუმცა მას საგამოძიებო ფუნქციაც დარჩა და წლების განმავლობაში მისი საგამოძიებო ქვემდებარეობა კიდევ უფრო გაფართოვდა. სუსს მინიჭებული აქვს ისეთი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების მანდატი, რომლებიც თავისი არსით, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს არ წარმოადგენს და სამსახურის საქმიანობის მიმართულებაში არ ექცევა, არაპროპორციულად აფართოებს სამსახურის გავლენას და ძალაუფლებას. მაგალითად, სუსს აქვს ყველა სამოხელეო (მათ შორის, გაუფრთხილებლობით ჩადენილი) დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. რაც შეეხება ანალიტიკურ ფუნქციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ცვლილების თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს წინაშე მდგარი უსაფრთხოების რისკების შესწავლას და ანალიტიკურ მუშაობას უხელმძღვანელებს ანრი ოხანაშვილი, რომელიც უსაფრთხოების საკითხში პრემიერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. მდინარაძის კანდიდატურის წარდგენისას კი, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა კორუფციული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობას. პრესკონფერენციიდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი და მომავალი ხელმძღვანელების სამუშაო მიმართულებების აღწერიდან, რჩება შთაბეჭდილება, რომ უწყებას ანალიტიკური ფუნქცია აღარ რჩება და ეს ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციაში გადადის, უსაფრთხოების სამსახური კი მხოლოდ დანაშაულების გამოძიებით იქნება დაკავებული. ასევე შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ანალიტიკური ფუნქციის დუბლირებას, რაც კიდევ უფრო გაუგებარ ვითარებას შექმნის. თანამდებობის პირის ცვლილების გარდა, უწყების მანდატის, ან უფლებამოსილების ცვლილების საკითხი ჯერჯერობით არ დაანონსებულა, ამიტომ ამჟამად ბუნდოვანია რა ფუნქციები ექნება მთავრობის ადმინისტრაციაში მომუშავე უსაფრთხოების მრჩეველს და როგორ განაწილდება მას და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შორის პასუხისმგებლობები და სამუშაო მიმართულებები. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა თუ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობის გამოძიების დაწყების დაანონსების მიზნით, არა ერთი ხმაურიანი პრესკონფერენცია გამართა. ანრი ოხანაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, განსაკუთრებით სკანდალურ საქმედ იქცა ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილის ჯერ საქართველოში დაბრუნების, ხოლო შემდეგ ციხეში მასზე ძალადობის შემთხვევები, რომელიც აქამდე გამოუძიებელია. გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზატორად ანრი ოხანაშვილს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ ბაჩიაშვილი ფინანსური დანაშაულის საქმეზეა გასამართლებული. ამ შემთხვევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაძლო მონაწილეობა, აჩვენებს, რომ სუსი კანონმდებლობით დადგენილ საკუთარ მანდატს სრულად აცდენილია და მხოლოდ „ქართული ოცნების“ და მისი დამფუძნებლის ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული. წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბიძინა ივანიშვილის მოკვლის მცდელობაზე, თუ სხვა სკანდალური პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებზე დაწყებული გამოძიებებიც კვლავ არ დასრულებულა და არც კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა მომხდარა. სუს-ის გამოყენება ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის ან დაშინების მიზნით, ძირს უთხრის ამ უწყების მიმართ საზოგადოების ნდობას. “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა და მათი ყოველდღიური მოქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პარტია, კვლავ აპირებს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური, გამოიყენოს პოლიტიკური პოლარიზაციისთვის, ოპონენტებზე თავდასხმისა და ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის გამყარებისთვის. „ - წერია განცხადებაში.
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)