11:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 22:27:03, 2369 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე:- ხელისუფლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე“, - 
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციელებელ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „IRI საქართველოს“ პროგრამების დირექტორმა მოამზადა და რომელიც სექტემბერში საპროტესტო აქციების ჩატარებას გულისხმობს.

მისი შეფასებით, ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და რევოლუციის მოწყობის ყველა მცდელობა მარცხისთვის არის განწირული. 

„არ უნდა გაგიკვირდეთ, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იყო მცდელობა რევოლუციის მოწყობის. ეს სურვილი და მცდელობები ახლაც არსებობს  იმ რადიკალების გამოყენებით, რომლებიც გვყავს ქვეყნის შიგნით აგენტურის სახით. მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას არ დაუშვებს; არ დაუშვებს, რომ ვიღაცებმა, გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა, ხალხის დაპირისპირება. ეს არ მოხდება. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე. 

ცხადია, ყველა ვერ იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი - ვიღაცას არ მოსწონს, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს. ამისთვის არსებობს არჩევნები. ტყუილად ხომ არ არის მოგონილი ის? ეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული პროცესია. როდესაც გინდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, მაგრამ როდესაც ხარ უმცირესობაში და გინდა, რომ რაღაც ძალით „გადატეხო“ სიტუაცია, ხალხის დაშინებით, ცემით, ეს წარმოუდგენელია. ამის შესაძლებლობას ჩვენ არავის მივცემთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე. ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩართული, ჩარეული, როგორც ეს წლების წინ იყო - გვახსოვს რამდენიმე მცდელობა რევოლუციის მოწყობის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics