06:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 19:22:20, 1229 ნახვა

პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ გორის საკრებულოს იმპიჩმენტს გახარიას პარტიამ მხარი არ დაუჭირა

“დავით რაზმაძე არის მოღალატე, რომელმაც საკუთარ სამშობლოს უღალატა და ქართველი გმირები ხულიგნებად მოიხსენია. მოვითხოვეთ  რაზმაძის იმპიჩმენტი, მაგრამ გახარიას პარტიის წევრები არ აგვყვნენ, რომლებიც ურცხვად იტყუებიან. კინწისკვრით გავაგდეთ ამ ქვეყნიდან კოლექტიურ დავით რაზმაძეებს!” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა

 “დღეს გორში “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრებმა დააყენეს საკითხი იმპიჩმენტი საკრებულოს იმ თავმჯდომარის, რომელიც არის შემჩნეული საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატში, არა თუ შემჩნეული, არამედ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო გუშინ, რომ გვყავს ასეთი მოღალატე დავით რაზმაძე, რომელმაც უღალატა საკუთარ სამშობლოს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სისხლში ხელგასვრილ ჯარისკაცებს უწოდა მშვიდობის მყოფელები, ანწუხელიძის მკვლელებს, შინდისის გმირების მკვლელებს უწოდა მშვიდობის მყოფელები და ქართველი ჯარისკაცები, შინდისის გმირები, ანწუხელიძე მოიხსენია როგორც სააკაშვილის ხულიგნები. ეს არის ქოცური მენტალობა, შემთხვევითი არ არის, რომ კიდევ ერთი ასეთი მოღალატეობრივი განცხადება ვიხილეთ. სისტემატურად კეთდება ასეთი მოღალატეობრივი განცხადებები არა მხოლოდ დავით რაზმაძის, არამედ სხვა “ოცნების”, ივანიშვილის ბანდის წევრების მხრიდან, რადგან ისინი არიან კოლაბორაციონისტები, მათ მიაჩნიათ, რომ ქართულ ჯარს კი არ უნდა ებრძოლა და დაეცვა ჩვენი ქვეყანა, არამედ უნდა დაეთმო რუსებისთვის და დიახაც მათ რუსი ბატონები მიაჩნიათ მშვიდობისმყოფელებად. მათთვის ტენდერების, ფულის კეთების წყაროდ, მაგრამ ამ მოწოდებას იცით ვინ არ აჰყვა? ე.წ. ოპოზიცია, გახარიას პარტიის წევრები, რომლებიც დღეს ურცხვად იტყუებიან და აცხადებენ, რომ მათ არაფერი არ უთქვამთ და არ გაუკეთებიათ, არადა სოციალურ ქსელში პოსტიც არსებობს მათი საკრებულოს წევრის, რომ სანამ არ დადგინდება ავთენტურობა, თითქოს ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტმა გააყალბა დავით რაზმაძის ინტერვიუ. ახლაც ველოდებით მათ ხელმოწერას, იმპიჩმენტის პროცედურას და დიახაც, დავით რაზმაძეც კინწისკვრით გავაგდებთ და ყველა რუსეთის ქვეშევრდომს ამ ქვეყანაში, რადგან ეს ქვეყანა არის ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ქვეყანა, ეს ქვეყანა არის მიხეილ სააკაშვილის, მისი გუნდის, იდეალისტების, რომელიც ბრძოლით მიღწეულ შედეგს საქართველოს თავისუფლებისთვის არ დათმობს, ხოლო კოლექტიურ დავით რაზმაძეებს მოუწევთ საჯარო სამსახურის დატოვება. ბრძოლა გამარჯვებამდე, ყველას კინწისკვრით გავაგდებთ პოლიტიკიდან, ვინც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, იქნება ეს ე.წ ხელისუფლება თუ ე.წ ოპოზიცია.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics