06:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 12:01:49, 1094 ნახვა

პოლიტიკა
გორის საკრებულოს თავმჯდომარე - ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" წევრმა, დავით რაზმაძემ TV პირველთან საუბრისას უარყო, რომ New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ჯარისკაცებს "სააკაშვილის ხულიგნები" უწოდა, მისი თქმით, ეს არის ცილისწამება და სიცრუე "თავიდან ბოლომდე". 

"ეს არის ცილისწამება და სიცრუე თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მე რუსეთზე დადებითი არ მითქვამს.

რაც არის ნახსენები - "სააკაშვილის ხულიგნები" ამის მსგავსი არაფერი არ მიხსენებია. მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ის ნაძირალა კაცი, რომელმაც ჩემგან ინტერვიუ აიღო, ფაქტიურად, აღმოჩნდა სააკაშვილისა და მაგ ნაძირალების ადვოკატი. თუ ჩემი თანაგუნდელები დამიდგებიან გვერდში, ვუჩივლებ, რა თქმა უნდა.

ევროკავშირში ინტეგრაციაზეც ვსაუბრობს კი იქ. იქ წერია სისულელე, მე ვარ "ოცნების" წევრი და "ოცნება" როდესმე აფიქსირებს, რომ ჩვენ ევროინტეგრაციის წინააღმდეგი ვართო? იმ ნაძირალა კაცს, არ ვიცი საერთოდ, ის წარმოადგენდა New York Times? მაგაშიც უკვე ეჭვი მეპარება. ეს იყო მოგზავნილი.

სააკაშვილს ომის დაწყებაში როგორ დავადანაშაულებ? ომი რუსებმა დაიწყეს. ხელშეწყობაში ვადანაშაულებს. "ოცნება" ადანაშაულებს? არავინ ადანაშაულებს, ეგ ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი. სააკაშვილმა ხელი შეუწყო ქართული ტერიტორიის ანექსიას". - თქვა რაზმაძემ. 

გორის საკრებულოს თავმჯდომარე  „ქართული ოცნებიდან“ დავით რაზმაძე მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ.

"ისინი აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ – განაცხადა დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics