|
2025-08-21 11:40:31, 1887 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 34 ნომინაციაში გაიმარჯვა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. გამოცემამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით, ისე ცალკეული ქვეყნების მიხედვით შეაფასა. საქართველოს ბანკმა კი დაჯილდოებაზე 34 ჯილდო მიიღო, მათ შორის იგი საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო-ტექნოლოგიური კომპანიის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს. გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიეს: მომხმარებლების მოზიდვისა და ციფრული მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებებით წარმატებით სარგებლობა, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალურობა და სხვა. „ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. საქართველოს ბანკის მიერ მიღებული ჯილდოების სია ასეთია: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - სამომხმარებლო სეგმენტი
საქართველო - სამომხმარებლო სეგმენტი
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - ბიზნესის მიმართულება
საქართველო - ბიზნესის მიმართულება
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)