|
2025-08-21 10:44:03, 1930 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ცნობილია, რომ საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების ლარიზაციის გრძელვადიანი ტენდენცია გრძელდება. ამასთან, სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით, ხშირად ადგილი აქვს მერყეობებს. საკუთრივ, ლარის გაუფასურების მოლოდინებისას, იზრდება დეპოზიტებში ვალუტის წილი და სესხებში, ტენდენციასთან შედარებითაც კი, ლარის წილი. ამასთან, ყოველთვის, ადრე თუ გვიან, სენტიმენტები იცვლება და უკვე, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების შემთხვევაში, საპირისპირო მიმართულებით ქცევას აქვს ადგილი. სწორედ მსგავსი დინამიკა დაფიქსირდა 2024-2025 წლებში. თუმცა ამჯერად, ორივე მიმართლებით საკმაოდ მასშტაბურ კონვერტაციებს ლარის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა არ გამოუწვევია, რაც სებ-ის ინტერვენციებმა განაპირობა. კერძოდ, თუ შარშან, მაისი-ოქტომბრის პერიოდში სებ-ის მიერ ვალუტის წმინდა გაყიდვამ 875 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნოემბერ-თებერვალში უკვე 153 მილიონი დოლარის წმინდა შესყიდვა დაფიქსირდა, ხოლო მარტიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, ჩვენი შეფასებით წმინდა შესყიდვა დაახლოებით 1.5 მილიარდი აშშ დოლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი შეფასებით, ბოლოდროინდელ შესყიდვებში წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესების წვლილი მნიშვნელოვანი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ივლისის წინასწარი ინდიკატორი კვლავ უკეთესია. ასევე, ლარი/დოლარის წყვილის კუთხით, თავისთავად, საერთაშორისო ბაზრებზე დოლარის დასუსტება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, დეპოზიტებისა და სესხების სხვადასხვა ანალიტიკური მაჩვენებლის გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ როგორც გაყიდვებში, ასევე შესყიდვებში, არსებით როლს სწორედ სავალუტო კონვერტაციები ასრულებს. მთლიანობაში, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები დასრულებული ჯერ კიდევ არ არის, რაც, გაცვლითი კურსის მხრივ, სადღეისოდ არსებული სენტიმენტების/მოლოდინების გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია. იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)