|
2025-08-20 20:22:47, 1591 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსული დრონი ქვეყნის აღმოსავლეთით ჩამოვარდა
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გუშინ გვიან საღამოს აღმოსავლეთ სოფელ ოსინიში ჩამოვარდნილი დრონი „რუსული იყო“. „რუსეთი კვლავ გვაპროვოცირებს“, - დასძინა მან. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოსინის მახლობლად მდებარე მინდორში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი „შაჰედის“ რუსული ვერსია იყო. სამხედროების ცნობით, დრონს ჩინური ძრავა ჰქონდა. ადრე ცნობილი გახდა, რომ სამშაბათიდან ოთხშაბათის ღამეს, სოფელ ოსინიში (ლუბლინის სავოევოდოს მხარე) სიმინდის ყანაში აფეთქება მოხდა. ლუბლინის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს, სავარაუდოდ, სამხედრო დრონი იყო. Euronews-ის მიერ გამოკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელ მარცინ იუზვიკის თქმით, სამშაბათს, დილის ორი საათის შემდეგ, პოლიციამ სოფელ ოსინიში „აფეთქების“ შესახებ შეტყობინება მიიღო. არავინ დაშავებულა, მაგრამ აფეთქების შედეგად სამი ახლომდებარე სახლის ფანჯრები ჩამსხვრეულია. „სიმინდის ყანაში რამდენიმე ათეული მეტრის რადიუსში მიმოფანტული დამწვარი ლითონისა და პლასტმასის ფრაგმენტები აღმოვაჩინეთ“, - განაცხადა პოლიციელმა. ადგილზე დაუყოვნებლივ გაგზავნეს შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამხედრო პოლიცია და ექსპერტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)