16:00 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 18:28:23, 1262 ნახვა

პოლიტიკა
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე - მთავარია, ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად არ დავზიანდეთ

ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი, – ამის შესახებ ერთპატრიული  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ  ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. პაპუაშვილის განცხადებით, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

„ევროკავშირში ჩვენი წევრობის მიზანი ნამდვილად არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი. თუმცა სანამ მიზანთან მიხვალ, ჯერ არის გზა. უსაფრთხო ნავსაყუდელის კოორდინატების ცოდნა არაფერს ნიშნავს, თუ მისკენ მიმავალ გზაზე გემიც და მგზავრებიც ქარიშხალში მოაყოლე.

წინადახედულობამ – და არა სულსწრაფობამ – გამოგვატარა ქართველ ხალხს ათასწლეულები. დღევანდელ შეშლილ სამყაროში ჩვენი მთავარი საზრუნავიც ის არის, რომ ევროკავშირამდე მიმავალ გზაზე ფიზიკურად თუ სულიერად ისე არ დავზიანდეთ და გავნადგურდეთ, რომ ევროკავშირში შესულებს დასაცავიც აღარაფერი დაგვრჩეს.

ის, რომ ევროკავშირი მშვიდობისათვის შეიქმნა, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. იყო მშვიდობის პროექტი, ნიშნავს იყო პასუხისმგებლიანი ძალა. ევროპა თვითტკბობას არ უნდა მიეცეს. ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ მშვიდობიდან ომამდე თვალის ერთი დახამხამებაა.

ევროკავშირის საელჩოს მიერ წამოწყებული, ბევრჯერ გატკეპნილი პროპაგანდისტული კამპანია, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი ვერ ან არ ხვდებიან, თუ რა არის ქართველი ხალხის მთავარი საფიქრალი და რა არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ქარიშხალში შეყვანა.

ამიტომ კიდევ ერთხელ ავხსნი. თუ გინდა, რომ იყო მშვიდობის პროექტი:

• გაგანია ომისას არ უნდა მოითხოვო სამომგამოვლილი ქვეყნისგან რუსეთთან ესკალაცია, რაც ბრიუსელმა გააკეთა, არ უნდა დააფინანსო ექსტრემიზმი, რაც ბრიუსელმა გააკეთა;

• არ უნდა ჩაერიო არჩევნებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა;

• არ უნდა დასწამო ქვეყანას ცილი, რაც ბრიუსელმა გააკეთა;

• არ უნდა აფათურო უშნოდ ხელები ქართველების ათასწლეულებგამოვლილ ღირებულებებში, რაც ბრიუსელმა გააკეთა.

თითქოს რა მარტივია სათქმელად და რა რთული ყოფილა გასაკეთებლად, იმიტომ, რომ ამას პროპაგანისტულად დახატული ევროპელობა არ ჰყოფნის, ჭეშმარიტი ევროპელობა სჭირდება, ანუ კეთილგონიერება, სამართლიანობა, სიმტკიცე და თავშეკავება. ზუსტად ისეთი, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს 75 წლის წინათ გააჩნდათ“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics