2025-08-20 17:40:22, 3276 ნახვა
სპორტი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
![]() საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატამდე კი ამხანაგურ მატჩებს მართავს. 21 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს. ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 19 აგვისტოს ჩეხეთთან უკვე ჩაატარა დახურული ამხანაგური თამაში, რომელიც ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 103-83 დასრულდა. ხვალ გამართული შეხვედრა კი იქნება ბოლო ამხანაგური თამაში ევრობასკეტამდე. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება. ტურნირს წელს კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ, წელს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე ზედიზედ მეექვსედ იქნება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|