01:01 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 15:11:52, 927 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ივანიშვილი მოსკოვის დაკვეთას ელოდება ფარცხალაძის წინააღმდეგ ფორმალური საქმის აღძვრაზე

“ივანიშვილი მოსკოვის დაკვეთას ელოდება ფარცხალაძის წინააღმდეგ ფორმალური საქმის აღძვრაზე, თუმცა საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად მზად არის გაწიროს გომელაური და ლილუაშვილიც.“ - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

“ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას - ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით.

ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს.წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს. სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის "მესიჯს", რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად.

ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის "თავი".

ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე "ლაგდებოდა".

ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს - გრიგოლ ლილუაშვილს.

რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და  ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით).ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი "დამთხვევები" - რა ვქნა გრიგოლ?!

რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე. ამ განცხადების შემდეგ ცოტა ხანს ხელს არავინ გახლებს. შეგიძლია მადლობის წერილი მალულად, ფოსტით გამომიგზავნო.” - წერს ლევან ხაბეიშვილი

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics