|
2025-08-19 03:15:33, 2969 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ეს ჩვენი საუკეთესო შეხვედრა იყო
„მე შევძელი რუკაზე ბევრი რამ მეჩვენებინა: ვინ რომელ ტერიტორიებს აკონტროლებს - რეალურად, არა ჭორებით“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. მან დასძინა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე მან და ტრამპმა „უსაფრთხოების გარანტიები“ განიხილეს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია: მე არ ვარ მზად ყველა დეტალზე ვისაუბრო“, - აღნიშნა მან. მისი თქმით, ასევე განიხილეს უკრაინელი ბავშვების დაბრუნების „სხვადასხვა მიდგომები“. ასევე განიხილება „ყველას ყველასთვის დაბრუნების სქემა“. ასევე, მისი თქმით, შეერთებული შტატები სთავაზობს რუსეთის, უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის შეხვედრის ჩატარებას „რაც შეიძლება მალე“. „რუსეთმა თავდაპირველად ორმხრივი შეხვედრა შესთავაზა, შემდეგ კი სამმხრივი“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ის „მზადაა“ პუტინთან შესახვედრად. „ვფიქრობ, ეს კარგი შედეგია“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. "აშშ-სთან განვიხილეთ საკითხი, რომ ყველა მხარემ უნდა აჩვენოს ომის დასრულების სურვილი. ეს არის დიპლომატიური შეხვედრა ლიდერების დონეზე. თუ არც ერთი მხარე ასეთ სურვილს არ გამოავლენს, ჩვენ შესაბამისად მოვიმოქმედებთ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)