|
2025-08-18 21:57:51, 1458 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - უკრაინაში ნატოს ჯარები არ იქნება
იმ დროს როდესაც ტრამპმა და ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრა დაიწყეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა, თუმცა ვაშინგტონის მიმართ უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა. „ანკორიჯში რუსეთისა და აშშ-ის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის გარშემო კონფლიქტის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მოგვარების, მათ შორის, მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გულწრფელი სურვილის ფონზე, ლონდონიდან კვლავ ისმის განცხადებები, რომლებიც არა მხოლოდ მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევას ეწინააღმდეგება, არამედ აშკარად მათ ძირს უთხრის“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა „კონფლიქტში ფსონების მუდმივი აწევითა და ნატოს პარტნიორების სახიფათო ზღვარზე მიყვანაში, რომლის მიღმაც ახალი გლობალური კონფლიქტი არ არის შორს“. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს არაერთხელ გაჟღერებულ პოზიციას ნებისმიერი სცენარის კატეგორიული უარყოფის შესახებ, რომელიც ნატოს ქვეყნების მონაწილეობით უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გამოჩენას ითვალისწინებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის ფონზე გაავრცელა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს წამოჭრის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)