|
2025-08-17 22:47:01, 6493 ნახვა
სამხედრო
DEEP STATE - 3 წლის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1% დაიკავა.
ანალიტიკური პლატფორმა Deep State აღნიშნავს, რომ 2022 წლის 12 ნოემბრიდან რუსულმა ძალებმა კონტროლი მხოლოდ 5842 კვ.კმ-ზე გააფართოვეს, რაც უკრაინის ტერიტორიის 0,96%-ს შეადგენს. ექსპერტების თქმით, რუსეთის მთავარი წარმატებები ომის პირველ კვირებში დაფიქსირდა, თუმცა შემდგომ უკრაინამ მნიშვნელოვან ტერიტორიებზე მოახერხა კონტროლის აღდგენა კიევში, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში. ამის შემდეგ, მიუხედავად შეტევებისა, მათ შორის ბახმუტისთვის გამართული მძიმე ბრძოლებისა, რუსეთს არ მიუღწევია სერიოზული წინსვლისთვის. ახლა წარმოიდგინეთ – პუტინი მოლაპარაკებების შედეგად „მთლიან დონბასს“ ითხოვს. ეს დაახლოებით უკრაინის მთლიანი ტერიტორიის 1,4%-ია (8 700 კვ.კმ- ანუ ის ფართობი, რომელსაც დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს), რაც იმაზე ნაკლები, ვიდრე რამდენიც რუსებმა უკვე დაიკავეს სამი წლის ( საუბარია 2022 წლის 12 ნოემბრიდან 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით) განმავლობაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)