|
2025-08-16 15:44:47, 2270 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერებმა ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. ევროპელმა ლიდერებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა ევროპული მხარდაჭერით სამმხრივი სამიტი ჩაატარონ. ამავდროულად, ხაზგასმულია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები, რათა ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. „ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები. ნებაყოფლობითი კოალიცია მზადაა აქტიური როლი შეასრულოს. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მისი თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან არ უნდა ექვემდებარებოდეს რაიმე შეზღუდვას. რუსეთს არ შეუძლია ვეტო დაადოს უკრაინის გზას ევროკავშირისა და ნატოსკენ“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპელი ლიდერები ასევე აღნიშნავენ, რომ მის ტერიტორიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს უკრაინა მიიღებს და საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ მტკიცედ ვართ გადაწყვეტილი, რომ მეტი გავაკეთოთ უკრაინის გასაძლიერებლად, საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულია, რომ ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, შეაჩეროს მკვლელობები უკრაინაში, დაასრულოს რუსეთის აგრესიული ომი და მიაღწიოს სამართლიან და მდგრადი მშვიდობას. „პრეზიდენტი ტრამპი აპირებს, რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს შემდგომი მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელსაც ის მალე შეხვდება“, - ხაზგასმულია განცხადებაში. უკრაინის მოკავშირეები ასევე აცხადებენ, რომ მზად არიან გააგრძელონ ზეწოლა რუსეთზე. „ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების გამკაცრებას და უფრო ფართო ეკონომიკურ ზომებს მივიღებთ რუსეთის ომის ეკონომიკაზე ზეწოლის მიზნით, სანამ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა არ იქნება მიღწეული“. ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ჰქონდა „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ალასკაში აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ტრამპის წინადადებას უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ და ასევე განაცხადა, რომ ტრამპის მოწვევით ვაშინგტონს ეწვევა „ომის დასრულების დეტალების განსახილველად“. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან საუბრისას ყველა დაეთანხმა, რომ ომის დასრულების საუკეთესო გზა სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლაა და არა ცეცხლის შეწყვეტაზე. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ორშაბათს შუადღისას ოვალურ კაბინეტში მივა, რის შემდეგაც პუტინთან შეხვედრა დაიგეგმება.
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)