21:02 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 12:27:41, 1508 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ტრამის და პუტინის შეხვედრაზე - პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს

ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და, თუ აშშ-ის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.

„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ალასკაზე, რომლის სლოგანადაც შეირჩა „სწრაფვა მშვიდობისკენ“, მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია მშვიდობის მისაღწევად.

არჩევის დღიდან პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ სურს ომების დასრულება და მშვიდობის მიღწევა, ხოლო უკრაინის ომი არასდროს მოხდებოდა, თავად რომ ყოფილიყო იმ დროს პრეზიდენტი. ალასკის შეხვედრა გამოირჩა იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპის ამ მოსაზრებას. ომის აცილება შესაძლებელი იყო. ხოლო თუ მშვიდობა შესაძლებელი იყო და, თუ ამერიკის პრეზიდენტს გააჩნდა პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს.

ამგვარი მოსაზრება ახალი არ არის. თუმცა, პრეზიდენტების შეხვედრაზე ეს ფორმალურადაც დადასტურდა. მანამდე კი იყო სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაც, რომ უკრაინის ომი ე.წ. პროქსი-ომია, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი. ეს დასტური კი პირდაპირ ააშკარავებს, თუ რა ტიპის დაპირისპირებაში გვითრევდნენ უცხოელი მტერ-მოყვარეები და მათი ინტერესების მომსახურე შინნაზარდი სასარგებლო იდიოტები.

ამასთან, ეს დასტური ასევე პირდაპირ ააშკარავებს, რატომ არ დაიწყო საქართველოში ომი 2022 წელს. იმიტომ, რომ მათ, ვისაც ჩვენი ქვეყნის იარაღად გამოყენება უნდოდათ, 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებაში დახვდნენ პატრიოტები და არა მარიონეტები.

არ დაგვავიწყდეს, რომ ომამდე ხუთი თვით ადრე, როდესაც უკვე ნათელი იყო საით მიდიოდა საქმე, რეფერენდუმად გამოცხადებული 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღისთვის, უცხოურმა სპეცსამსახურებმა, ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს, რათა ძალადობრივი სცენარით ხელისუფლება შეეცვალათ.

დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, რა იყო ამ გეგმის მიზანი – სახელისუფლებო კაბინეტებში დახვედროდათ ის ხალხი, ვინც „შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებაზე“, „ბომბების წვიმაზე“ და „ათი ათასი რუსი ჯარისკაცის აქ დაკავებაზე“ უყოყმანოდ ეტყოდა თანხმობას და საქართველოს, გლობალური დაპირისპირების საჭადრაკო დაფაზე, მორიგი კომბინაციისთვის გაწირულ პაიკად აქცევდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics