|
2025-08-16 03:16:00, 2552 ნახვა
კომენტარი
ტრამპი - სრულ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული
„სრულ ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ, შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.“ -ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას პროდუქტიული უწოდა და განაცხადა, რომ შემდგომი თანამშრომლობის იმედი აქვს. ორივე პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. „მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან, ის ჩემი დიდი მეგობარია. ჩვენ გვაქვს შანსი, მოვაგვაროთ უკრაინაში არსებული სიტუაცია და ამისთვის მადლობას ვუხდი პუტინს და მის გუნდს.“ ერთობლივი პრესკონფერენციის ბოლოს ტრამპმა პუტინს მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ მალე ისევ შეხვდებოდნენ, რაზეც პუტინმა უპასუხა: "შემდეგ ჯერზე, იქნებ, მოსკოვში?", რაზეც ტრამპის პასუხი იყო, რომ ამის დაშვება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ტრამპის პრესკონფერენცია დასრულდა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხების გაცემის გარეშე. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ვერც ომის დასრულებაზე და ვერც დროებით ზავზე ვერ შეთანხმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)