23:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-15 10:38:03, 1735 ნახვა

საზოგადოება
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის

დღეიდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო მიმწოდებელი ბენეფიციარებიდან, საკმაოდ დიდმა ნაწილმა - უმრავლესობამ მიმართა სახელმწიფო სერვისს და პრაქტიკულად ყველა მათგანი მომსახურების მიღებას მათ მიერვე არჩეულ სახელმწიფო ცენტრებში შეძლებს.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მიმართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ჩაირიცხონ სახელმწიფო პროგრამაში.

„დაახლოებით, 100-მდე ადამიანს, ვერ დაერთო ნება მომსახურების გაგრძელებაზე, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მაგალითად, მოგვმართა, პირებმა რომელთა შესახებაც ინფორმაცია შესაბამისმა კერძო დაწესებულებებმა არ დაადასტურა. ასევე ადამიანებს, რომლებიც არიან ინციდენტური მომხმარებლები. მათ შეეძლებათ რომ ცალკე, დამოუკიდებლად მომართონ სახელმწიფო ცენტრებს და გაიარონ შესაბამისი პროცედურები.

არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ერთი პირი რეგისტრირებულია სულ მცირე 2 კერძო მომწოდებლის ბენეფიციარად, ანუ ორ ადგილზე იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას. არის სხვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებიც, მაგალითად პაციენტის მიერ და ცენტრის მიერ მოწოდებულ ცნობებში სხვაობა დოზების შესახებ. რამდენად დიდია ასეთი შემთხვევების გავრცელება კონტიგენტში, ვისაც არ ჩვენთვის არ მოუმართავს, ამის თქმის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია.

მინდა, ვთხოვო ყველა ბენეფიციარს, ვისაც მიღებული აქვს დადასტურება სახელმწიფოს ცენტრებში მომსახურების მიღების შესაძლებლობაზე, მიაქციონ ყურადღება ცენტრებში მისვლის დროს და დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები. მათ შორის, რა თქმა უნდა, იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“

თუკი ვინმეს ჰქონდა სახელმწიფოსთვის მომართვის ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 22 აგვისტოს ჩათვლით, გამარტივებული პროცედურების გავლის შედეგად, ისინი ჩაირიცხებიან სახელმწიფო პროგრამაში“,- აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics