|
2025-08-14 20:05:32, 2358 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა გულის გაჩერების შემდეგ პაციენტი გადაარჩინეს
სამედიცინო ჯგუფ #0731-ში მისვლისთანავე, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის სააბაზანოს კართან იწვა. პულსი არ ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა აუტანელი ჰქონდა. ექიმებმა პაციენტი მაშინვე მონიტორზე შეაერთეს და პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაუდგინეს, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის ნორმალური რიტმი ირღვევა. დროის დაკარგვის გარეშე, ჯგუფმა რეანიმაცია დაიწყო: ელექტროშოკი და ადრენალინი გამოიყენეს. რეანიმაციული ღონისძიებები სულ 15 წუთი გაგრძელდა. ექიმს ელექტროშოკის 4-ჯერ გამოყენება მოუწია. მედიკოსების დახმარებით, მეოთხე ელექტროშოკის შემდეგ, მონიტორზე სინუსური რიტმი დაფიქსირდა. ჯგუფის ექიმებისა და მძღოლის პროფესიონალიზმის წყალობით, პაციენტი სასიცოცხლო ნიშნების აღდგენით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც კარდიომიოპათია დადასტურდა, შესაბამისი კვლევები ჩატარდა და ამჟამად კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს. ჯგუფ #0731-ში შედიოდნენ ექიმი მაგდა ღვინჟილია, უმცროსი ექიმი დავით ჩილაჩავა და სასწრაფო დახმარების მძღოლი ირაკლი წიკლაური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)