|
2025-08-13 17:20:43, 1542 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა აცხადებს, რომ ქურდული სამყაროს ჯანყის ასარიდებლად, ივანიშვილი "ფარცხალაძის თავს ამზადებს"
“დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა, რომელიც რეალურად სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან “ჯახს” უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს.” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში “ივანიშვილის რუს-ქოცობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი მისი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან გადაჯაჭვულ-შეზრდილი ინტერესებია. ქურდული სამყაროს კლანური გავლენების ბალანსირება პუტინიზმის და პუტინისტური რეჟიმების მახასიათებელი მმართველობის სტილია, სადაც ძალაუფლების ფუნდამენტი არ არის ხალხი და ხალხის ნდობით აღჭურვილი დემოკრატიული ინსტიტუტები. ახლა რა ხდება ქოცისტანში: მას შემდეგ რაც ლევან ჯანგველაძე ჭავჭავიძის გამზირზე მოკლეს, მერაბ ჯანგველაძემ, მისმა ძმამ, რომელიც კანონიერ ქურდად იწოდება და ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, ივანიშვილს გომელაური და ლილუაშვილი - ბიძინასთვის ძვირფასი და სანდო კადრები მოახსნევინა, რომლებმაც ვერ შეძლეს დაპირებისამებრ საქართველოში ჯანგველაძის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დამკვეთი რომ ფარცხალაძეა, მასსა და ჯანგველაძის შორის რუსეთიდან მომდინარე ანგარიშების გასასწორებლად, ეს იცოდა ორივე მხარემ - გარდაცვლილის ოჯახმაც და ბორია ივანიშვილმაც. თუმცა, გარდაცვლილის ძმამ ორი მაღალჩინოსნის მოხსნა არ ჩათვალა საკმარისად და დამკვეთის თავი მოსთხოვა ივანიშვილს. კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასოდეს მქონია. შესაბამისად, არ ვიცნობ ამ სამყაროს, მათ “გაგებას”, მათ წესებს, მაგრამ სამართლიანობის ყველა სტანდარტით, სავსებით გასაგებია გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძის ოჯახის მოთხოვნა ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნით, სადაც პასუხისგებაშია, არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ დამკვეთიც.
ხოდა მოვედით მიქაძემდე და ახლა უკვე, როგორც ირკვევა, ფარცხალაძემდე, რომელიც არსებული ცნობებით, რუსული გვარით, მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. თუ ივანიშვილი ფარცხალაძესაც მისწვდება (და ეჭვი მაქვს მისწვდება), მერაბ ჯანგველაძე ანგარიშს გასწორებულად ჩათვლის. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს დაადასტურებს პუტინის ინტერესს - საქართველოში ნებისმიერ ფასად შეუნარჩუნოს ივანიშვილს ხელისუფლება. ყველას კარგად გვესმის, რომ ფარცხალაძის მოსკოვში აყვანა სრულიად გამორიცხულია რეჟიმის თანხმობის გარეშე. ვის ვის და პუტინს ყველაზე კარგად ესმის, რას ნიშნავს კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობის არევა. დასუსტებული ივანიშვილი, რომელსაც ასანქცირებენ, ფინანსური რესურსები შემოაკლდა, რომელიც რეალურად სახალხო ჯანყის ზღურბლზეა, ქურდულ სამყაროსთან “ჯახს” უბრალოდ ვერ გაუძლებდა. ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა დალაგდეს მერაბ ჯანგველაძესთან და ლანგარზე ამზადებს ფარცხალაძის თავს. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს კრიმინალური საგა, მაგრამ ფაქტია, ივანიშვილი უკიდურესად მოწყვლადია. რეჟიმი ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა. ჩემთვის მთავარი დასკვნა და მოქმედების იმპულსი ეს არის.” - წერს თინა ბოკუჩავა
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)