|
2025-08-13 17:08:11, 1969 ნახვა
საზოგადოება
სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 ონლაინმედიის განცხადება
22 ონლაინმედია თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის დასაცავად გაერთიანდა. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ ლოზუნგით გაერთიანებული ონლაინგამოცემების ვებგვერდებზე შესულ მკითხველს დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, შავი ფონი ხვდებოდა. ვებგვერდების ჩართვის შემდეგ კი რედაქციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: „დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. 22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია. შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში. სინათლე არ უნდა ჩაქრეს. თავისუფლება მზიას! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)