03:41 - 25 Jul, 2026
|
2025-08-13 14:56:11, 1634 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ფადეევზე დაყრდნობით ავრცელებს. „დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სერგეი ლავროვი პარასკევს, ალასკაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ფადეევმა ბრიფინგზე. შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)