23:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 15:34:58, 1330 ნახვა

პოლიტიკა
მედიის მძიმე მდგომარეობა საქართველოში - პოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა, რეპრესიული კანონმდებლობა

მედიის ადვოკატირების კოალიციამ (MAC), ჟურნალისტების დაცვის კომიტეტთან (CPJ) პარტნიორობით,  უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 55-ე სესიისთვის მომზადდა.

დოკუმენტი ასახავს მედიის თავისუფლების კატასტროფულ გაუარესებას 2021-2025 წლებში და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ მიმართულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამო მიმდინარე მასობრივი პროტესტის ფონზე.

პოლიტიკური დევნა, სისტემური ძალადობა, რეპრესიული კანონმდებლობა, დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე, სამართლებრივი დევნა, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, დეზინფორმაცია - ეს ის ძირითადი მიგნებებია, რომლებზეც ანგარიშში არის საუბარი. 

ძირითადი მიგნებები:

პოლიტიკურად მოტივირებულ დევნა: ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ბრალდება კრიტიკულად შეფასებულია საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.

სისტემური ძალადობა: ასობით დოკუმენტირებული ინციდენტები ჟურნალისტებზე თავდასხმისა, განსაკუთრებით პროევროპული პროტესტების დროს (2024 წლის ნოემბერი – 2025 წლის მაისის პერიოდში), ძირითადად პოლიციის მხრიდან;

რეპრესიული კანონმდებლობა: რეპრესიული კანონების მიღება მედიის თავისუფლების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. კერძოდ, გაფართოებული სანქციები მაუწყებლების მიმართ; შეზღუდვები უცხოურ გრანტებზე; გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესუსტება.

დაუსაბუთებელი უარი ქვეყანაში შემოსვლაზე: 2022 წლიდან გაიზარდა უცხოელი ჟურნალისტების საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებაზე უარის შემთხვევათა რაოდენობა. პარლამენტის ახალი წესები, რამაც გამოიწვია დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის შეჩერება.

სამართლებრივი დევნა: 2021 წლიდან 40-ზე მეტი SLAPP სარჩელი კრიტიკული ჟურნალისტების წინააღმდეგ

საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა: საჯარო ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტებთან წვდომის გაუარესება.

დეზინფორმაცია: დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანი საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციაა.

ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს დრამატულ ცვლილებას რეგიონული დემოკრატიული ლიდერიდან ავტორიტარულ სახელმწიფოსკენ, რომლის სამიზნე დამოუკიდებელი მედია წარმოადგენს.

ანგარიში სრულად: https://shorturl.at/iwprL

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics