23:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-12 11:43:57, 918 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა -ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე გიგაურს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა

“ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტიკური დაკვეთის საფუძველზე გიგაურს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არც ის და არც ერთი პოლიტიკური ტყვე არ შეეშინება და იბრძოლებს რეჟიმის დასასრულებლად.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

 “რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, რაც თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებე ნაჭყებიამ, მოსამართლედ წოდებულმა, პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და ორი წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ჩვენი ქვეყნის  და ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა, ბორკილებდადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა და ეს ბატონი გაბუნია შემდეგ უკვე ცრუ მოწმედ გამოიყვანეს. ასე თეთრი ძაფით არის ნაკერი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი და არცერთი სხვა არ მოიხდის იმ პოლიტიკურ ბრალს, რომელიც გამოიტანა სისტემამ, რადგან გაცილებით უფრო მალე დაემხობა ეს ძალადობრივი უსამართლო სისტემა, რომელიც რუსეთის ანალოგზეა აწყობილი და ცდილობს უსამართლობის ბასტიონად ქცეული მართლმსაჯულების გამოყენებით გააჩუმოს და შეაშინოს ადამიანები. დღეს ანატოლის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ არ შეშინდება და არ შეშინდება არცერთი პოლიტიკური ტყვე და იბრძოლებენ რეჟიმის დასასრულებლად.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics