23:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-11 21:46:18, 2125 ნახვა

მსოფლიო
„როსნეფტის“ მესამე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონის თავდასხმის გამო გაჩერდა

„როსნეფტის“ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ კვირას უკრაინის დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნედლეულის მიღება შეწყვიტა, იტყობინება „ბლუმბერგი“ სიტუაციაში ჩახედულ წყაროზე დაყრდნობით.

წლიური 5.8 მილიონი ტონა სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გასულ წელს დაახლოებით 4 მილიონ ტონა ბენზინს და დიზელს აწარმოებდა, დაზიანდა დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელიც რუსეთის 13 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს მოიცავდა.

გადამამუშავებელი ქარხანა ბოლო კვირაში „როსნეფტის“ მესამე ქარხანა გახდა, რომლის მუშაობაც დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა შეაფერხა. 2 აგვისტოს კომპანიის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც საწვავით ამარაგებს მოსკოვის რეგიონს, სხვა ადგილებთან ერთად, თავისი სიმძლავრის დაახლოებით ნახევარი შეაჩერა. „როსნეფტის“ ყველაზე დიდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომლის წლიური სიმძლავრე 13.8 მილიონი ტონაა, სამი პირველადი გადამამუშავებელი ბლოკიდან ორზე ავარია მოხდა.

იმავე დღეს, „როსნეფტის“ სამარის ჯგუფის ყველაზე კარგად აღჭურვილმა ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მთლიანად შეწყვიტა წარმოება. მისი სიმძლავრე წელიწადში 8.3 მილიონ ტონას შეადგენს. „როიტერის“ წყაროების ცნობით, ნოვოკუიბიშევსკისა და რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეკეთებას ერთი თვე დასჭირდება.

7 აგვისტოს დრონით დაბომბეს კრასნოდარის მხარეში მდებარე „აფიპსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ხოლო 10 აგვისტოს - კომის რესპუბლიკაში მდებარე „ლუკოილ-უხტანეფტეპერერაბოტკას“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან თითქმის 2000 კილომეტრში მდებარეობს.

„ინტერფაქსს“ სიტუაციის მცოდნე წყაროებმა აცნობეს, რომ ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი, რომელიც ენერგეტიკის საკითხებში კურირებს, 14 აგვისტოს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრას გამართავს.

მათი ინფორმაციით, განიხილება ნავთობპროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება, სადაც ფასები გაზაფხულიდან 30%-ით გაიზარდა და ქვეყნიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, კვლავ იზრდება. ორშაბათს, სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე AI-95 ბენზინის ფასმა მეექვსე დღეა ისტორიული რეკორდი დაამყარა და ტონაზე თითქმის 80 ათას რუბლს მიაღწია. AI-92 ბენზინის ფასი 1%-ით გაიზარდა და ტონაზე 69,814 რუბლს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics