|
2016-03-21 19:04:20, 673 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: საგარეჯოს არჩევნების დროს საჯარო მოხელის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაასრულა. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. "საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2016 წლის 25 თებერვალს დაიწყო გამოძიება საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რომელსაც საფუძვლად დაედო განცხადებები, რომლებიც ეხებოდა საგარეჯოში 2015 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს. საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, დაიკითხა 30-მდე მოწმე, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხსენებული არჩევნების შედეგების კანონიერებასთან დაკავშირებით. ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უკრაინამ შავ ზღვაზე რუსეთის უდიდეს ნავთობტერმინალს და ვოლგოგრადის რეგიონში ნავთობის სადგურს დაარტყა
სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შსს-მ კანონპროექტი მოამზადა
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)