|
2025-08-06 23:32:48, 2741 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი მომავალ კვირას პუტინთან შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას ვლადიმერ პუტინთან პირად შეხვედრას გეგმავს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას. ამის შესახებ The New York Times-ი ორ ინფორმირებულ თანამოსაუბრეზე დაყრდნობით იტყობინება. გამოცემის ცნობით, ტრამპმა თავისი განზრახვები ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა, რომელიც ოთხშაბათს, 6 აგვისტოს შედგა. ერთ-ერთმა წყარომ განმარტა, რომ მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში - მხოლოდ სამი სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობით, ევროკავშირის წარმომადგენლების შუამავლობის გარეშე გაიმართება. როგორც NYT აღნიშნავს, ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ტრადიციულად რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობიანი მოგვარების შუამავლების როლს ასრულებდნენ, ტრამპის იდეა აშკარა წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს. გამოქვეყნების მომენტისთვის არ არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, დათანხმდნენ თუ არა ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებში მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)