23:58 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-06 18:04:13, 1839 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე -შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც. ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის,

“გიორგი ახობაძე თავისუფალია — შიდა კლანური დაპირისპირებაა სასამართლოშიც. ივანიშვილს ეშინია ხალხის მუხტის, მაგრამ ცხელი შემოდგომა გარდაუვალია — ეს ქვეყანა გათავისუფლდება“  - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

 “პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან, სამართლიან მოქალაქეს, რადგან დღეს გავიმარჯვეთ ყველამ, გავუმარჯვეთ სისტემაზე, რადგან მე არ მგონია ახლა, რომ ვინმეს კეთილსინდისიერების ბუშტი გაუსკდა, უბრალოდ შიდა კლანური დაპირისპირება აქვთ სასამართლოშიც, “ოცნებაშიც” მძიმე მდგომარეობაა, ეშინიათ საგარეო უწყების, “მეგობარი აქტის” , სანქციების და რაც მთავარია ეშინიათ ქართველი ხალხის მუხტის. იმ კომისიაზეც უკან დაიხიეს, აქაც უკან დაიხიეს, მზია ამაღლობელთან დაკავშირებითაც ბოლომდე ვერ გაიჯეჯილეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი იმ ცხელი შემოდგომის, რისიც ეშინია ივანიშვილს, მაინც მიიღებს. ვხედავ, რომ “ოცნება” ხედავს აღმავალ მუხტს, რადგან ქართველი ხალხი არც 2008 წელს საქართველოს ომში გამტყუნებაზე არ გაჩერდება სახლში, არც ამდენი პოლიტპატიმარია დაკავებას აიტანს და არც ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას და არც ქვეყნის ჩაჩეხვა და ეს ყველაფერი, როცა ერთობლიობაში გროვდება და სასექტემბროდ ყულფი უახლოვდება ყელზე ივანიშვილს, ამიტომ დაიწყო ასეთი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ იშლებიან! გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ეს აღარ არის უბრალო სიტყვები. გილოცავთ, გიორგი ახობაძე თავისუფალია, ყველა ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან თავისუფლები და რაც მთავარია ეს ქვეყანაც გათავისუფლდება.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics