2025-08-06 17:46:16, 6516 ნახვა
სამხედრო
„მტკიცე სული 2025“ დასრულდა
![]() მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ დასრულდა. ოფიციალური დახურვის ცერემონია ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სწავლებაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა კრის მარშალმა. სიტყვით გამომსვლელებმა მონაწილეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და მრავალეროვნული სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დახურვის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვის მიმართვების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სწავლებაში მონაწილე ტექნიკაც. მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „მტკიცე სული 2025“ (Agile Spirit 2025) საქართველოში მეთორმეტედ ჩატარდა. Agile Spirit 2025-ს ერთობლივად ხელმძღვანელობდა საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია. Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. სწავლებაში ასევე, ჩართული იყო 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი. წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდნენ. Agile Spirit 2025 მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალებს შორის მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას.
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|