|
2025-08-06 13:07:19, 2033 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე - საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასა და ციფრული სერვისების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა ცოტა ხნის წინ საჩუქრების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ბიზნეს ნაკრები M, 3 თვის განმავლობაში, დამატებითი საკომისიოს გარეშე გამოიყენონ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის — მეშვეობით. ბიზნეს ნაკრები M ყველაზე მოთხოვნად საბანკო სერვისებს ერთი პაკეტის სახით აერთიანებს. იგი მოიცავს გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. კამპანიის ფარგლებში მომხმარებელი ამ ნაკრებს 3 თვის განმავლობაში, საკომისიოს გარეშე გაიაქტიურებს. გარდა ამისა, კამპანიის მონაწილე ბიზნესებს საჩუქრად გადაეცემათ MasterCard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე). კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი ბენეფიტი ქვემოთ ჩამოთვლილიდან:
ან
ამასთანავე, ყველა მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 50 ლარიან გადარიცხვას განახორციელებს, გათამაშებაში ავტომატურად ჩაერთვება და შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ფულადი პრიზები:
გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც. „საქართველოს ბანკი კვლავაც აგრძელებს ბიზნესებისთვის ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებასა და თანამედროვე სერვისებზე მარტივ წვდომას. ამ მიზნით, ჩვენ ბიზნესებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ისარგებლონ ჩვენი სერვისებით საკომისიოების გარეშე, მიიღონ ქეშბექი და ფულადი პრიზები, შესაბამისად, უკეთ წარმართონ საკუთარი საქმიანობა. გარდა ამისა, მუდმივ რეჟიმში ვამარტივებთ პროცესებს ბიზნესის დაწყების მსურველებისთვის. მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშიც გაიარონ და მიიღონ შპს-ს ან ინდ. მეწარმის სტატუსი და იქვე გახსნან ბიზნეს ანგარიში, რითიც ავტომატურად ჩაერთვებიან კამპანიაში. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში ინფორმაციისთვის, კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
გაააქტიურეთ ბიზნეს ნაკრები M ბიზნეს მობილბანკიდან, ან თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში 2 წუთში ონლაინ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)