17:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-05 15:18:47, 2078 ნახვა

პოლიტიკა
პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ს ცნობით, გიორგი შარაშიძე თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ს ცნობით, გიორგი შარაშიძე თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

როგორც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ქეთევან ბაქარაძემ IPN-ს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის მერობის განსაკუთრებით ღირსეული კანდიდატი იქნება.

„გიორგი შარაშიძე ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია თავისი პროფესიონალიზმით, კომპეტენციით, მენეჯერული გამოცდილებით და, რაც მთავარია, პატიოსნებით. გიორგი 4 წელია თბილისის საკრებულოს წევრია, ის ძალიან კარგად იცნობს თბილისელების პრობლემებს. მან გამოავლინა თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არაერთი კორუფციული სქემა, კორუფციული გარიგებები და ტენდერები რუსეთის სანქცირებული კომპანიების წარმომადგენლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი შარაშიძე თბილისელებისთვის განსაკუთრებით ღირსეული მერობის კანდიდატი იქნება.

სამუშაო პროცესი გრძელდება. განიხილება რამდენიმე კანდიდატი, ამომრჩეველთან თანხმდება პოზიციები, ყველაფერი განიხილება. ეს მხოლოდ პარტიული გუნდის გადაწყვეტილება არ არის. მე ვერავის დავადასტურებ, როგორც გარანტირებულ მერობის კანდიდატს“, - განაცხადა ქეთევან ბაქარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics