|
2025-08-02 13:57:27, 2815 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის სამარის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ ფედორიშჩევზე დაყრდნობით ავრცელებს. „დღეს დილით მტრის დრონები ნოვოკუიბიშევსკში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს თავს დაესხნენ. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - წერს ვიაჩესლავ ფედორიშჩევი „ტელეგრამის“ არხზე. ასევე, ფედორიშჩევის ცნობით, დრონებით თავდახმის შემდეგ ოლქში მობილურ ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა და სამარის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა. აფეთქებების ხმა ისმოდა პენზისა და რიაზანის ოლქებშიც. რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, პენზის ოლქში დრონები ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო რიაზანის ოლქში დიაგილევოს აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)