14:42 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 11:36:52, 2386 ნახვა

სამართალი
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 1982 წელს დაბადებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორმა დ.კ-მ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 1981 წელს დაბადებული მოქალაქე ბ.ჯ-სგან, რომელსაც თავის მხრივ ზემოთ ხსენებული ნარკოტიკული საშუალება, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონოდ გადასცა 1966 წელს დაბადებულმა მოქალაქე დ.კ-მ.

პოლიციის თანამშრომელ დ.კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. გარდა ამისა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ერთი ცალი ნაგანის სისტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე სეკუნდა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics