|
2025-08-01 18:18:26, 3271 ნახვა
პოლიტიკა
ოცნება გერმანიის ელჩს კვლავ თავს ესხმის და მიკერძოებაში ადანაშაულებს
საქართველოს მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დასვა ეჭვი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის, მიუკერძოებლობაში. ამჯერად, მიზეზი პროსამთავრობო ტელეარხ „რუსთავი 2“-ის ინფორმაცია გახდა: დიპლომატი, სავარაუდოდ, საცხოვრებელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან ქირაობს. საუბარია ძველ თბილისში, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე ფართო ბინაზე (მინიმუმ 300 კვ.მ). ტელეარხის ცნობით, ქონება ხაზარაძის მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული. თუმცა, იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და ზუსტად რას ეფუძნება „რუსთავი 2“-ის მტკიცებები, განმარტებული არ არის. გერმანიის საელჩოდან ჯერ კომენტარები არ არის. ხაზარაძის მეუღლე ჟურნალისტებს არ პასუხობს, თავად პოლიტიკოსი კი ამჟამად 8-თვიან პატიმრობას იხდის წინა ხელისუფლების სავარაუდო დანაშაულების გამომძიებელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. „ქართულმა ოცნებამ“ ამ ამბავში ინტერესთა აშკარა კონფლიქტი დაინახა. „გერმანიის ელჩი უკვე ერთი წელია, რაც ერთ-ერთი ე.წ. ოპოზიციური პარტიისგან უძრავ ქონებას ქირაობს (...) და შემდეგ აცხადებს, რომ მიუკერძოებელია. ეს არც ევროპულია და არც დემოკრატიული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა პარლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელმა, აჩილ გორდულაძემ. მისმა კოლეგამ, ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლევან მახაშვილმა, კიდევ უფრო შორს წავიდა და ახსენა როგორც პოლიტიკური კორუფციის რისკები, ასევე დიპლომატიური ნეიტრალიტეტის ბოროტად გამოყენება: „ამ ტიპის ურთიერთობები, როგორც წესი, არასასურველია. ყოველთვის არსებობს რისკი, რომ დიპლომატიური ნეიტრალიტეტი გადაიზარდოს ისეთ საქმიანობაში, რომელიც კითხვებს დააყენებს დიპლომატის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს [ქირაობის] ხელშეკრულება. ასეთი სიახლოვე, რა თქმა უნდა, ქმნის გაურკვევლობას და შლის ზღვარს, ერთი მხრივ, კანონის დაცვასა და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ კორუფციას, დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევას შორის“. პიტერ ფიშერი რეგულარულად აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ანტიევროპულ კურსს და აფრთხილებს ქვეყნისთვის შესაძლო შედეგების შესახებ. მისი განცხადებები აღიზიანებს მმართველ პარტიას. ზაფხულის დასაწყისში, „ოცნების“ მხარდამჭერმა საჯაროდ შეაგინა ფიშერი ბაღვაში, ქუჩაში, სადაც ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ხოლო პროსამთავრობო ტელეარხები რეგულარულად ავრცელებენ სიუჟეტებს, რომლებშიც ამტკიცებენ, რომ გერმანელი დიპლომატი, სავარაუდოდ, კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ქმედებებს.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)