|
2025-08-01 12:21:08, 6121 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა უკრაინისთვის მილიარდი დოლარის ახალი დახმარება დაამტკიცა
აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ The Hill იტყობინება. გამოცემა იუწყება, რომ დაფინანსება 2026 ფისკალური წლის თავდაცვის ასიგნებების კანონპროექტში იყო გათვალისწინებული. ინიციატივა სენატორებს მიჩ მაკკონელს (რესპუბლიკელი კენტუკიდან) და კრის კუნსს (დემოკრატი დელავერიდან) ეკუთვნის. ჟურნალისტების თქმით, კანონპროექტი კომიტეტმა 26 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიახლე უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარებისთვის 800 მილიონ დოლარს და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ანალოგიური მხარდაჭერისთვის 225 მილიონ დოლარს მოიცავს. კუონსმა ადრე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის - დაფინანსება, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვაში ინვესტიციებისკენაც მოხმარდება და დასძინა, რომ ამგვარად, კიევისთვის განკუთვნილი მთლიანი თანხა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს, იტყობინება The Hill.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)