13:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 21:40:22, 3279 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია.

თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მანვე თანაგუნდელებს და პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ზედიზედ მესამედ წარვსდგე თბილისის მერობის კანდიდატად - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.  მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს - თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში.

მინდა, გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბარტონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს  - მძიმე პოლიტიკურ ფონს. მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა - სად მოვიაზრებდი პოლიტიკაში საკუთარ თავს და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება. ჩემი პასუხი ძალიან მარტივი იყო - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ხალხს, ვიყო იქ, სადაც გუნდს სჭირდება. დღეს 14 წლის შემდეგ, ცხადია დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება,  გავიმეორებ იმავეს, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განვილილი წლების განმავლობაში ბევრი მიღწევის, წარმატების კვალდაკვალ არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში თბილისელების ნდობა და უკეთესი მომავლის რწმენა მნიშვნელოვანი იყო.

„2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე განაცხადა, რომ მიღებული გამოცდილებით ზუსტად იცის, რა პრობლემები აქვთ თბილისელებს და რა შესაძლებლობები გააჩნია დედაქალაქს.

„დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics