|
2025-07-30 17:33:13, 922 ნახვა
განათლების გზაზე არ გაჩერდე - როგორია BOG-ის განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები (რ)
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-მდე ადამიანს უწყობს ხელს, მიიღონ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის: საქართველოს ბანკის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა - იდეათეკა საქართველოს ბანკმა რეგიონის სკოლებში ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები გახსნა, რომლებიც აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებით და STEM კუთხით. დღეს საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკა საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების, ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით. ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად კი, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას. სასკოლო ოლიმპიადები
საქართველოს ბანკი სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 22 პარტნიორ უნივერსიტეტში. სტიპენდიატების შერჩევა მათი მაღალი აკადემიური მოსწრების, ლიდერული პოტენციალის და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ინდივიდუალურად შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით ხორციელდება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში ასევე შეიქმნა გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალი არქიტექტორებისთვის, რომელიც არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის სრული და ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამა საქართველოს ბანკის და MAC Georgia-ს სტიპენდია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის ერთწლიანი დაფინანსება. საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის: CHEVENING 2013 წლიდან საქართველოს ბანკი CHEVENING-ის მხარდამჭერია. შედეგად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ასახელებს და დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 34 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. Fulbright 2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია. პროექტის ფარგლებში, ბანკი ყოველწლიურად ერთ სტიპენდიატს ასახელებს და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია MASE-ში რაც შეეხება Miami Ad School Europe-ში (MASE) ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიას, ის საქართველოს ბანკისა და MASE-ს თანამშრომლობით 2019 წელს შეიქმნა. ყოველწლიურად, სტიპენდიის ფარგლებში ერთი გამარჯვებული ვლინდება, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ბერლინში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს Art Direction-ისა თუ Copywriting-ის ერთწლიან პროგრამაზე. საქართველოს ბანკმა და MASE-მ პარტნიორობის ფარგლებში უკვე გამოავლინა 5 სტიპენდიატი, 2025-2026 წლის გამარჯვებული კი აგვისტოში გახდება ცნობილი. საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)