2025-07-29 18:55:03, 6906 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის საელჩო: Agile Spirit-ის წვრთნები შავი ზღვის სტაბილურობისადმი აშშ-ის ერთგულებას აჩვენებს
![]() აშშ-ის საელჩო საქართველოში ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „Agile Spirit 2025“ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისადმი აშშ-ის ერთგულების დემონსტრირებას უწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დიპლომატიური მისია წერს: „Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე საკავალერიო პოლკის 1-ლი ასეულის ჯარისკაცებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კოლონის ოპერაცია ჩაატარეს. კოლონა სენაკის საწვრთნელი პოლიგონიდან ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე გადავიდა. „ეს წვრთნები ნათლად აჩვენებს შეერთებული შტატების ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და მოკავშირეთა თანამშრომლობის სიძლიერისა და მნიშვნელობის მიმართ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს საქართველოში მეთორმეტე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები Agile Spirit დაიწყო. წვრთნები რეგიონის ორ ქვეყანაში: საქართველოში და თურქეთში ჩატარდა. Agile Spirit 2025-ში მონაწილეობენ კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოს, აშშ-ისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე ორი მრავალეროვნული დანაყოფი. წვრთნების მიზანია მონაწილე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონის, ურთიერთქმედებისა და ოპერატიული შესაძლებლობების ამაღლება. საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს „Agile Spirit“ მეთორმეტედ ატარებს. ეს წვრთნები 2024 წელს საქართველოში არ ჩატარებულა.
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ რჩება, პერიოდულად სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. გაზის კაფსულებს იყენებს
ცეესკოს მონაცემებით თბილისში არჩევნებზე 31.08% მივიდა ქვეყნის მასშტაბით, 40.93%-ი
ცესკო - ხმების 99%-ის დათვლის შედეგად თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ 71.58% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.43%, იაგო ხვიჩიამ 7.51%
მაია სანდუ - ჩემი ფიქრები ქართველ ხალხთანაა - დემოკრატიის გაჩუმება არ შეიძლება!
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|